ბაჩო ახალაიას მეგობრებმა ადვოკატი აუყვანეს. ადვოკატი დავით დეკანოიძე მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას დაკიტხვას ესწრება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადამ, რომ ბაჩო ახალაის ადვოკატი არ ჰყოლია, თუმცა მისმა მეგობრებმა საჭიროდ ჩათვალეს რომ დაკითხვის პროცესს ადვოკატიც დასწრებოდა.
შეგახსენებთ, ახლაიას დღეს, მოწმის სტატუსით ჰკითხავენ. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მზად არის ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს.
მასალის გამოყენების პირობები