შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა . ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. ახალაიამ პროკურატურის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას და მას შემდეგ, რაც დაიბარეს, პროკურატურაში გამოცხადდა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო ქმდებების ფარგლებში, დღეს, 20:30 საათზე, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩანა ახალაია. მას შესაბამისი უწყება გადაეცა. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.