ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო დერეფანი, შესაძლოა, ავღანეთიდან ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოსატანად გამოიყენონ, რომლითაც დღეს ISAF-ის ოპერაციაში ჩართული სამხედროები სარგებლობენ, - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა მუსა პანახოვმა გააკეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელება, მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მაგისტრალი 2013 წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს და დაიტვირთოს. მინისტრის თქმით, ამ მარშრუტით გამოყვანას არ ექვემდებარებიან სამხედროები.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე გაცხადდა, რომ ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით მოხდებოდა.