2013 წლისთვის ინდოეთი ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს დიდი მოცულობით მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს და მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნის პოზიცია შეინარჩუნოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთი უკვე მეექვსე წელია ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნის ლიდერ პოზიციაზეა და ქვეყანაში უფრო მეტი ხორბლის წარმოება ხდება ვიდრე მოთხოვნა არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთი ჩინეთის შემდეგ ხორბლის ყველაზე დიდი მომხმარებელია. 2012 წელს ქვეყანამ 93,9 მლნ ტონა ხორბლის მოსავალი მიიღო.