შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილი დააკავეს. ქარელის რაიონში, კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერუაშვილმა, თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშილებს გამოძალა ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით.
შსს-ს ინფორმაციით, ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ პირდებოდა დასაქმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებული იქნა თანხის ნაწილი, რომელიც გიორგი ბერუაშვილმა თაღლითური გზით მიიღო. გიორგი ბერუაშვილის მიერ თაღლითობის
ჩადენის ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით). მიმდინარეობს გამოძიება.