სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხდა მინისტრის, სოზარ სუბარის მთავარ მრჩევლად ლალი მოროშკინა დაინიშნა.
მინისტრის თქმით, მოროშკინა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურობდა ადამიანის უფლებებისა და პატიმართა საკითხებთან დაკავშირებით.
"მან კარგად იცის თუ რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში და აქედან გამომდინარე, მას მნიშვნელოვანი რჩევების მიცემა შეუძლია როგორც მინისტრისთვის, ასევე სამინისტროს აპარატისთვის", - განაცხადა სუბარმა.