სახელმწიფო ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირების გამო განათებას შეზღუდავენ - განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს.
მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, გაითიშება.
"ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ," - აცხადებს მანანა მანჯგალაძე.