2012 წლის 6 ნოემბერს 06:20 საათზე ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა 1955 წლის 25 სექტემბერს დაბადებული, მსჯავრდებული ა.ბ.
2012 წლის 6 ნოემბერს 05:25 საათზე მსჯავრდებულმა თავი იგრძნო ცუდად, გამოძახებული იქნა ექიმი, დაფიქსირდა არტერიული წნევა 240/120, ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდია. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა მჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.