ღეს, 8 თებერვალს, ჩოხოსანთა კავშირი "ჩოხოსნები - 1973", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში, გასული წლის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ.
გაიმართება დავით აღმაშენებლის ხსენებისადმი მიძღვნილი პარაკლისი, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მიიტანენ ყვავილებს, დაირგვება ხეები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესების სამინისტროსა და თბილისის მერიის შემწეობით.
დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 937-ე წლისთავს ჩოხოსნები ტრადიციისამებრ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად აღნიშნავენ. ამ ღონისძიებაზე ელიან სტუმრებს სხვა ჩოხოსანთა ორგანიზაციებიდანაც - "სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასიდან" (თავმჯდომარე გოგი დოლიძე) და "სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებიდან" (თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II).