"ის, რაც ციხეებში ხდება ხელოვნურად წახალისებულია", _განაცხადა ,,ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ციხის მოვლენების კომენტირებისას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძემ აღნიშნა ხელისუფლება პროვოკაციებს არ უნდა აყვეს.
"ახალმა ხელისუფლებამ თავისი კურსი უნდა გააგრძელოს და არ უნდა აყვეს პროვოკაციებს. Uპატიმრებსაც უნდა გააგებინოს, რომ მათი მოვალეობა არ არის რომელიმე ციხის უფროსის დანიშვნა. მთავარაია, ციხის ადმინისტრაციამ კანონი არ დაარღვიოს. Aამა დროს, Yყველა ის ადამიანი ვინც ციხეში პროვოცირებს გამოვლენილი და დასჯილი უნდა იყოს", _განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსთვისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები ციხის ხელმძღვანელების გადაყენებას ითხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მსჯავრდებულების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ზოგიერთმა პირი ამოიკერა.