ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი მაქსიმე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის ტელევიზია ავრცელებს. იგი პატრიარქად 1971 წელს აირჩიეს.
"დღეს უფლის წინაშე წარსდგა ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი მაქსიმე", _ წერს ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის ინტერნეტ-გვერდი.
29 ოქტომბერს ბულგარეთში პატრიარქის დაბადების დღე აღნიშნეს. იმ დროს ის საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ მხოლოდ ღვთისმშობლის ხატის "ღირსარსის" მიბრძანება ითხოვა, იმისათვის, რომ ვიდრე ტაძარში წააბრძანებდნენ მის წინაშე ელოცა.
პატრიარქი მაქსიმე (მარინ ნაიდენოვ მინკოვი) 1914 წლის 29 ოქტომბერს ბულგარეთში, სოფელ ორეშაკში დაიბადა.