თბილისის მერია ,,მშვიდობის ხიდის" მომვლელს ეძებს და ტენდერს აცხადებს.
მერია მზადაა ხიდის მომვლელს 258 000 ლარი გადაუხადოს. სატენდერო წინადადებაში მითითებულია, რომ ხიდის საფეხმავლო ნაწილი ყოველდღიურ დასუფთავებას მოითხოვს.
ამასთან მშვიდობის ხიდის მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხიდის გაწმენდის პროცედურები ექსტრემალურ პირობებს საჭიროებს და ხიდის მომვლელს დასუფთავებისთვის კვალიფიციური პერსონალი უნდა ჰყავდეს.
მერიის ინფორმაციით, ,,მშვიდობის ხიდის" მომვლელზე ტენდერი 26 ნოემბერს დასრულდება.