შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნონა ბერეკაშვლი, ვასილ ბაზაძე და ზურაბ სალდაძე დაკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, ნონა ბერეკაშვილმა დაავადებული ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების მორფინის 5 ამპულა ვასილ ბაზაძეს გადასცა. ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემა ზურაბ სალდაძის ავტომანქანაში მოხდა.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.