შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნიკოლოზ კიკაბიძე, გიორგი ჯანელიძე და კოტე ჯანელიძე დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა 5 ნოემბერს ქ. ქუთაისში ფალისაშვილის #2-ში მდებარე სწრაფი გადახდის აპარატი დააზიანეს და 995 ლარი გაიტაცეს. დაკავებულმა კოტე ჯანელიძემ 4 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჯავახიშვილის #45-ში მდებარე სწრაფი გადახდის აპარატიდან 746 ლარის
გატაცებაც აღიარა.
ორივე ფაქტზე არძრულია საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.