დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უმასპინძლებს საინფორმაციო დღეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის - "შესაძლებლობების ფანჯარა ახალგაზრდობისთვის" ფარგლებში არსებულ დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოდან ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდას და დაფინანსების შესაძლებლობებისა და ადმინისტრაციული მოთხოვნების და პროცედურების თაობაზე ყოველგვარი პრაქტიკულო ინფორმაციის მიწოდებას მათთვის, ვისაც სურს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საქმიანობისა და პროექტებისთვის მხარდაჭერის მოპოვება. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაერკვიონ განაცხადის წარდგენის პროცესში და მიიღონ პასუხი ყველა შეკითხვაზე განაცხადთან და პროგრამასთან "ახალგაზრდობა მოქმედებაში" დაკავშირებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის "ფანჯარა ახალგაზრდობისათვის" გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის ახალგაზრდების, ახალგაზრდობის სფეროს მუშაკებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობით უფრო მეტი პროექტის დასაფინანსებლად.