უკრაინის ოპოზიციის მომხრეები და აქტივისტები, რომლებიც ცესკოს შენობასთან იმყოფებიან, პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან "არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის შეწყვეტას" მოითხოვენ. ხელისუფლება დემონსტრანტების პრეტენზიებს უარყოფს.
საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსი იქნა ამოქმედებული, რამაც პროხელისუფლებისეულ პარტიებს ოპონენტებთან მიმართებაში უპირატესობა მისცა.
აღნიშნა ასევე, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავარი პოლირიკური მოწინააღმდეგე იულია ტიმოშენკო პატიმრობაში იმყოფება და მას ვერ შეძლო წინასაარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობის მიღება.
ცესკოსთან მიმდინარე მიტინგზე, სხვადასხვა მონაცემით, ოპოზიციური პარტიების - "ბატკივშინას", "სვობოდასა" და "უდარის" - მომხრე ერთიდან ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეები სპეცსანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს.
"ვიქტორ იანუკოვიჩს პერსონალური პასუხისმგებლობა ენიჭება არჩვენების შედეგების მიმდინარე ფალსიფიკაციაზე. თუ იანუკოვიჩი გააგრძელებს ქურდობას, პარლამენტი ლეგიტიმური არ იქნება", _ განაცხადა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენიი იაცენიუკმა.