ევროპაში ყველაზე მდიდრებად ლიხტენშტეინის მოქალაქეები დასახელდნენ, ხოლო ყველაზე ღარიბებად - მოლდოველები, ბელარუსები და კოსოვოს მცხოვრებნი.
კვლევა, რომელიც გერმანული სოციალური კვლევების კომპანია GfK Geo Marketing-მა განახორციელა, მოსახლეობის მსყიუდველუნაროანობის გათვალისწინებით შედგა.
კვლევის მიხედვით, ლიხტენშტეინის მოქალაქეს წელიწადში 57 ათასი ევროს დახარჯვა შეუძლია. სიმდიდრით მეორე ადგილზეა ნორვეგიის მოსახლეობა, ხოლო მესამეზე - შვედეთის.