ხვალ, 6 ნოემბერს, 11:00 საათზე, ონკოლოგიური ცენტრის მე-4 სართულზე ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლები საზოგადოებას და ჟურნალისტებს გააცნობენ იმ ღია წერილის შინაარსს, რომლითაც საქართველოს მთავრობისგან დარგის გადარჩენას ითხოვენ.
მედიკოსების მოთხოვნაა, გადაიხედოს 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს "პეგასუს ფარმაცეუთიქალს გრუფს" შორის. ონკოლოგიური დარგის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, ონკოლოგიური ცენტრი დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში.
ღია წერილს, რომელიც შედგენილია საქართველოს მთავრობის, სართველოს სამედიცინო საზოგადოების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სამედიცინო საზოგადოების სახელზე, ხელს ონკოცენტრის კოლექტივი მოაწერს.