შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო. ასამბლეა გაიხსნა მინისტერიალით, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი შეხვდა ინტერპოლის გენერალურ მდივანს, მან რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა გამართა უცხოელ კოლეგებთანაც.
ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით შეხვედრებზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძლოლა. მისი თქმით მას კოლეგებთან
საუბარი ქონდა საქართველოს მიერ ძებნილი კრიმინალების დაკავებასა და გადმოცემაზეც რაშიც მან მხარდაჭერა მიიღო. ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები შეეხებოდა პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს,
როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული.
ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ
ბრძოლა. შეხვედრებში მონაწილეობენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები
და სხვა ოფიციალური პირები.
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ასამბლეა ქალაქ რომში იმართება.