უსაფუძვლო შიში, რომელიც ადამიანს ეუფლება,დამოკიდებული მასზე, ხშირად სხვებისათვის გაუგებრობის მიზეზი ხდება. გარშემომყოფთათვის რთული გასაგებია, როგორ შეიძლება სრულიად უვნებელი და ჩვეულებრივი ნივთების გეშინოდეს. თუმცა, აუცილებელია გესმოდეს, რომ სწორედ მსგავსი გაუგებრობისგან იტანჯება ფობიის მფლობელი- მსგავსი გრძნობების არალოგიკურობა და არათანმიმდევრობა კარგად ესმის ადამიანს, მაგრამ ამ შიშისაგან თავის დახსნა უკიდურესად ძნელია. უპირველესად, აუცილებელია ადამიანი მიუახლოვდეს ამ შიშს დღითი დღე უფრო და უფრო, მანამ სანამ არ შეძლებს მჭიდროდ მიახლოებას.
თავდაპირველად, თითქმის არავის გამოდის ჩახედოს შიშს თვალებში, თუნდაც შორიდან, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს ის საშინელება რომელიც თავს დაატყდა ადამიანს. მას შემდეგ, რაც ავადმყოფი შეძლებს დაუპირისპირდეს საკუთარ შიშს, ყოველი ძაღლი არ მოეჩვენება მას კოშმარული,ცეცხლოვანი თვალებით, ხოლო ჭექა-ქუხილი, რომელიც მოულოდნელად დაიწყო დამღლელი პაპანაქების შემდეგ, გახდება არა საშინელებების არამედ მხიარული ემოციების მიზეზი.
მასალის გამოყენების პირობები