სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნათია ლანდია დაინიშნა, -აღნიშნულის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატებს რამდენიმე დღის განმავლობაში არჩევდა.
,,გადავწყვიტეთ, რომ ციხეში ჯანდაცვის მიმართულება განსაკუთრებით გავაძლიეროთ და ამისთვის რამდენიმე დღე კონკურსი გვქონდა გამოცხადებული, გვქონდა გასაუბრებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაძლო კანდიდატებთან, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდით და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე უშუალოდ გაუწევს კურირებას ჯანდაცვის სისტემას", _განაცხადა ჟურნალისტებათან სოზარ სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ფუნქციის შესრულება არჩილ თალაკვაძეს დავალა, რომელიც იქნება მინისტრის მოადგილე და ჯანდაცვის სფეროს გაუწევს კურირებას, _განაცხადა სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თალაკვაძე ლანდიას მსგავსად ექიმია.