ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები ციხის ახლად დანიშნული დირექტორის ნუკრი ხუხუას გადაყენებასა და ექვსი ძველი თანამშრომლის წასვლას მოითხოვენ.
ქსნის კოლონიასთან წუხანდელი ღამის შემდეგ კვლავ რჩებიან პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც დაშლას მსჯავრდებულების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
გავრცელებული ინოფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, 25 პატიმარს პირი აქვს ამოკერილი.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ნათესავების მობილიზება ქსნის კოლონიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია ციხეში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ.