სასუნთქი გზების დაავადებებმა და ნაწლავური ინფექციის შემთხვევებმა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა. ექიმების განცხადებით, აღნიშნული ვისრუსი სეზონურია და საგანგაშო არ არის.
,,ბოლო პერიოდში პაციენტების მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია ნაწლავთა ვირუსულ ინფექციებთან და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებებთან", - განაცხადადა ჟურნალისტებთან ხათუნა აბულაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელია ღებინება, გახშირებული ნაწლავური მოქმედება, ხველა, ბრონქიტი.