ორმა არასრუწლოვანმა, თბილისში ვაჟა-ფაველას 48 ნომერში მდებარე "ჯი-პი-სის" აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრა.
არასრუწლოვნებმა აფთიაქში საძილე პრეპარატი შეიძინეს, რის შემდეგაც თანამშრომელთა თქმით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის თანამშრომელს და დანით ხელში დაჭრეს.
დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.