პაკისტანელმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც შვილის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი, განაცხადეს, რომ საკუთარი ქალიშვილი დასაჯეს რადგან ფიქრობდნენ - "ის ოჯახს შეარცხვენს".
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გასულ კვირას კაშმირის ტერიტორიაზე დააკავეს.
მათი ქალიშვილი ანუშა ახლობლებმა ძლიერი დამწვრობით, უპატრონოდ მიტოვებული იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მშობლებმა მას მჟავა შეასხეს.
გოგონას მამის თქმით, ის დაისაჯა იმიტომ, რომ ბიჭს ყურებდა. მისმა დედამ თქვა, რომ ანუშას ბედი მშობლების ხელიდან სიკვდილი ყოფილა.
პაკისტანში ყოველწლიურად მშობლებისა და ახლობლების ხელიდან ათობოთ ქალი და გოგონა იღუპება. როგორც წესი მკვლელობის მოტივი ანალოგიური "ქმედებები" ხდება.
მხოლოდ 2011 წელს ”ანალოგიური ქმედების” გამო პაკისტანში ათასი ქალი- და გოგონაა მოკლული.
2004 წელს პაკისტანში კანონით აიკრძალა მკვლელობა ”ღირსების დასაცავად”.