დღეს, 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება ტრენინგი "ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების" შესახებ. ტრენინგს ტემპუსის ეროვნული ოფისი გამართავს.
ტრენინგი მიეძღვნება შემდეგ საკითხებს: საგრანტო კონკურსის პირობები, საქართველოს ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტები, როგორ მოვიძიოთ პარტნიორები, როგორ შევქმნათ კონსორციუმი, როგორ შევავსოთ აპლიკაცია, როგორ გავწეროთ ბიუჯეტი, რა საბუთებია საჭირო.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფი: ტემპუსის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები. ტრენინგის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 2,5 საათი.