დღეს, 5 ნოემბერს, 15.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეხვდებიან.
თსუ სტუდენტებმა socium.ge-ს ხელშეწყობით თსუ-ში სახალხო დამცველობის კანდიდატები - დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლია მუხაშავრია მოიწვიეს. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან თითოეული კანდიდატის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი, მათ გეგმებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
თსუ-ს სტუდენტები სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეხვდებიან