ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო კადრების ავტორია, უახლოეს მომავალში ციხეებში მასობრივი არეულობა და ბუნტი დაიგეგმოს. როგორც ბედუკაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, ბუნტის ორგანიზება და დაგეგმვა განხორციელდება ბაჩო ახალაიას დავალებით და იმ პატიმრების მეშვეობით, რომელთა გადაბირება ბაჩო ახლაიას დავალებით განხორციელდა.
"მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც მე დავგეგმე პატიმართა წამების კადრების გასაჯაროება, ჩემივე თხოვნით გლდანის #8-ე საპყრობილის თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ბორის ფარულავამ გადაიღო საპყრობილესთან ფარულად მოკავშირე მსჯავრდებულების, ე.წ. აგენტების 300 კაციანი სია, დასტურად იმისა, რომ ეს ხალხი ყველა იძულებით, ცემით და წამებით, შანტაჟით დათანხმდა თანამშრომლობას ადმინისტრაციასთან. დღეის მდგომარეობით ისინი გადანაწილებულნი არიან სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში. ბორის ფარულავამ ეს სია ჩემივე თხოვნით გადასცა გიორგი ლომიას, რომელიც მე მას გავაცანი, როგორც ჩემი მოკავშირე ფირების გატანის საქმეში. გიორგი ლომია თავდაპირველად თავს ასაღებდა როგორც ქალბატონ ბურჯანაძის პიარ მენეჯერი, ახლა აცხადებს, რომ არის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თუმცა, მისი ვინაობის დადგენას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება", - წერს ბედუკაძე და მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე გამოძიება ჩაატარონ.