ხვალ, 5 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხევა:
10-დან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს - გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11-დან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს- ასლანიდის, ბერბუკის და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12-დან 14 საათამდე - მარშალ გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11-დან 13 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს - ქეთევან წამებულის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის, შანდორ პეტეფის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11-დან 13 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს - დიდი ხეივნის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.