ENG / RUS       12+

თამარ ჩუგოშვილი: ციხიდან პატიმრების გათავისუფლებას ქაოტური ფორმა აქვს

რესპოდენტის შესახებ

მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულება 357 პატიმარმა დატოვა. ფაქტი უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ საზოგადოების უმრავლეოსობისთვის უცნობი დარჩა, თუ რა ნიშნით, რის საფუძველზე მოხდა 357 მსჯავრდებულის გათავისუფლება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ამ მიმართულებით და რას უნდა ველოდეთ სოზარ სუბარისგან ,,ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხიდან პატიმრების გათავისუფლებას, ქაოტური ფორმა აქვს

_ მას შემდეგ, რაც ქვეყნას ახალი ხელისუფლება ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პირველ პირად მიხეილ სააკაშვილი ითვლება, პრემიერმა ივანიშვილმა სააკაშვილს მოუწოდა დატოვოს საპრეზიდენტო რეზიდენცია და კანცელარიაში გააგრძელოს მუშაობა. ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს შესაძლოა, საპრეზიდენტო რეზიდენცია სასტუმროდ გადაკეთდეს. რას ფიქრობთ, ,,ქართული ოცნების" ახალ სამთავრობო რიტორიკაზე, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ?

_ ეს თემა წმინდა პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს, რომელსაც ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემი უფლებამოსილება ამის შესაძლებლობას არ მაძლევს. მთავარი, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანია არის ის, რომ ქცევის წესებს, რაც კანონითა და კონსტიტუციითაა გათვალისწინებული ყველამ პატივი სცეს და დადგენილი წესების მიხედვით იმოქმედოს. წინა ხელისუფლებასთან მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ ხშირად უგულებელყოფდნენ თვითონ პროცესს, კანონს და ბევრი არაეფექტური გადაწყვეტილება მიღებული სწორედ ამის გამო იყო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესი დადგენილი ნორმების მიხედვით წარიმართოს და ჯერჯერობით, ახალი ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის უხეშ გადაცდომას, ან დარღვევას. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც საუბრობს სწორედ დადგენილი წესებისა და კანონის დაცვაზე, რასაც ვიზიარებ. პოლიტიკურ შეფასებებსა და ახალი მთავრობის რიტორიკას რაც შეეხება, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კომენტარი არასოდეს გაუკეთებია და ვერც ახლა გავაკეთებთ, რადგან ჩვენს კომპეტენციას სცილდება.

_ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნის შემდეგ ციხე 357 პატიმარმა დატოვა. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა ნიშნით მოხდა აღნიშნული მსჯავრდებულების გათავისუფლება?

_ ცნობილი ისაა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შესახებ იმსჯელებს და ამ კომისიის შემადგენლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც იქნება. რაც შეეხება სამასამდე გათავისუფლებულ პატიმარს უცნობია, თუ რა ნიშნით მოხდა მათი გათავისუფლება. ვფიქრობ, ამ პროცესს სპონტანური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და აუცილებელია, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისტემური მიდგომის არსებობა. კრიტერიუმები უნდა შეირჩეს, თუ რა ნიშნით, ხდება პატიმრების შერჩევა, ვისაც უმსუბუქდება ბრალი, ან ტოვებს სასჯელაღსულების დაწესებულებას. ამ კვირაში გვექნება მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრა და ვაპირებთ აღნიშნული საკითხის დაყენებას, რადგან დაუშვებელია პატიმრების მიმართ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახდა საჯარო ის კრიტერიუმები რა ნიშნითაც საპატიმრო 357 მსჯავრდებულმა დატოვეა?

_ პატიმრების სახელ-გვარების დასახელება, თუ არ მოხდა ეს კანონის დარღვევას ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით, რის საფუძველზე მოხდა და მოხდება პატიმრების გათავისუფლება საჯარო და ღია უნდა იყოს.

- სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან, თუ სამომავლოდაც არ მოხდება დადგენილი ნორმების გასაჯაროება რის საფუძველზეც პატიმრებს ციხის დატოვება მოუწევთ, შესაძლოა, ეს ფაქტი ერთგვარად ციხეში პატიმრების დაპირისპირებისა და ბუნტის საფუძველი გახდეს?

- ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, რადგან არ შეიძლება სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლება, ეს დაუშვებელია.

_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების ნაწილმა ციხე უკვე დატოვა. ბევრი მათგანი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, მაგალითად, მელორ ვაჩნაძეს, სერგო ჩაჩიბაია და სხვები... რამდენად მართებულია სამინისტროს შერჩევითობით მიდგონა და და როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების ერთობლივად გათავისუფლება?

- ციხიდან პატიმრების გათავისუფლებას, როგორც ჩანს, ცოტა ქაოტური ფორმა აქვს. ბატონი მელორის საქმე ერთ-ერთი საქმეა, სადაც მის პოლიტიკური ნიშნით დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება. პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანების საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით კომისია იქმნება და ის ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირის საქმეს ინდივიდუალურად განიხილოს და მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო მართებულია, ამ კომისიის მუშაობას დაველოდოთ. სამართლებრივი კუთხითაც ბატონ მელორთან განსხვავებული ვითარება გვაქვს, მისი სისხლის სამართლის საქმე გაბათილებული ჯერ არ არის.

- სოზარ სუბარის სახელს სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ ციხეში არეულობა და ქაოსი უკვე დაუკავშირდა ვგულისხმობ, რუსთავის #16 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს. პატიმრება ციხის დიერექტორის ლევან აბურჯანია გადაყენება მოითხოვეს და ის ბაჩო ახალაიას კადრად დაასახლეს. როგორ ფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილებები ახალი მინისტრის მხრიდან ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ კადრების შერჩევის კუთხით სოზარ სუბარი არაკომპეტენტურია?

- ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რადგან სოზარ სუბართან ერთად ხშირად მქონდა პენიტენციარულ სისტემასთან შეხება. თუმცა პროცესი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობს ძალიან რთულია. ამასთან, პატიმრების უფლებები და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და ციხეში წესრიგი უნდა არსებობდეს.

- პატიმრების ინფორმაციით, ლევან აბურჯანიას ბაჩო ახალსიას კადრი იყო და მსჯავრდებულების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია?

- ზოგადად, რუსთავის #16 დაწესებულებაში სიტუაცია ძნელად გასარკვევი იყო. ერთი მხრივ, პატიმრების ამბობდნენ, რომ აბურჯალია ახალაიას კადრი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავად პატიმრების მხრიდან იყო მცდელობა წესრიგის დარღვევისა და უწესრიგობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ციხის ადმინისტრაციამ პრინციპული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს ოღონდ არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

- ახალი ხელისუფლება ამნისტიის პროექტზე იწყებს მუშაობას. თქვენ როგორც იურისტს, რეკომენდაციის სახით რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ, რა კატეგორიის მსჯავრდებულებს უნდა შეეხოთ ამინისტია?

- ჩვენ უფრო მეტად ვმონაწილეობთ იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საქმეებზე მუშაობს და ამნისტიასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები არ მიგვიწოდებია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბევრი პარალელურ პროცესის მონაწილეა: მიდის სასამართლოს რეფორმა, საკუთრების დაცვა და სხვა. ამიტომ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რომ ყველა თემას გავწვდეთ. შესაბსამიდ, ამინისტიის პროექტი ის საკითხია, რომელზეც ჯერჯერობით არ გვიმუშავია.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .