თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შესაძლოა, გია მაისაშვილი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაისაშვილი ავრცელებს.
გია მაისაშვილი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა რექტორის თანამდებობაზე აქტიურად განიხილება.
"ჩემი სურვილია, რომ ჩვენ გვქონდეს ფართო დიალოგი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან და ამ კონსესუსის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. იმისათვის რომ თბილისი უნივერსიტეტი იქცეს კავკასიის ჰარვარდად", - აცხადეებს მაისაშვილი.
ამ დროისათვის უნივერსიტეტს სანდრო კვიტაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 2015 წლამდეა არჩეული. უნივერსიტეტში რექტორის არჩევა მხოლოდ აკადემიურ საბჭოს შეუძლია.