რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დაცული უნდა იყოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
,,შემაშფოთებელია, როცა ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება პოლიტიკური კლასის მით უფრო მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან. იმედს გამოვთქვამთ, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ მიმდინარე მოვლენებს. ხოლო სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ იმას, რომ რელიგიური წესის აღსრულების თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები", _ განაცხადა კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნიგვზიანში აჭარიდან ჩამოსახლებულ მუსლიმანებსა და ადგილობრივ მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირება მოხდა.