უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებს დაფინანსება გაეზრდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილის განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს მიზანია, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებს უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდეთ, რის გამოცა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება.
"არსებული ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, ჩვენ შევძელით და გავზარდეთ დაფინანსება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.