ზუგდიდში დევნილთა კერძო საკუთრებაში შეჭრის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ოჯახი შპს "ბლოკ ჯორჯიას" კუთვნილ შენობაში შეიჭრა.
დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა იმის გამო, რომ პოლიციაში განცხადება მესაკუთრისაგან არ შესულა, პოლიციამ ტერიტორია მალევე დატოვა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილები 4 შენობაში შეიჭრნენ. აქედან ორი შპს "ბლოკ ჯორჯიას" საკუთრებაა.