დღეს, 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ახალმა ხელისუფლებამ პირველი სხდომა ქუთაისში დამტკიცების შემდეგ გამართა და სასწრაფო საკითხები განიხილა.
დღევანდელი სხდომა პირველი იქნება, რომელსაც ახალი მთავრობა სახელმწიფო კანცელარიაში გამართავს.
სხდომის წინამოსამზადებელი შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 29 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტზე და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რის განხორციელებასაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდა. მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივაზე.