არჩილ კბილაშვილმა პროკურატურის განახლებისთვის ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღო, _ აღნიშნულის შესახებ კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავარი პროკურორის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
,,პროკურატურაში საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ცენტრალურ აპარატში მოხდება არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების მათ შორის მოადგილეების შეცვლა, საოლქო პროკურორებისა და თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის შეცვლება", _განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებების განსახორციელებლად ერთკვირიანი ვადა საკმარისია.
,,მე დამჭირდება დაახლოებით ერთი კვირა იმისათვის, რომ მთლიანად ვუზრუნველყო საკადრო ცვლილებების საკითხი. ეს ერთკვირიანი დრო მაქსიმალურად იქნება გამოყენებული საკადრო გადახალისებისათვის", _განაცხადა კბილაშვილმა.
არჩილ კბილაშვილმა, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს რომლებიც მიიჩნევს, რომ პროკურატურაში მუშაობა შეუძლიათ, მოუწოდა ცვ მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე ორი დღის ვადაში გაგზავნონ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.