დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდა შეეხება: 11-დან 18 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს - დაბა კოჯორის მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს - გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10-დან 18 საათამდე გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს - ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ხარაბაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 17 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს - კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10-დან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს - თემქის IV მიკრორაიონის, კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, მესხის, მუშათა, კელაპტრიშვილის, ძმობის, ჩოდრიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს - პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბახტრიონის, იყალთოს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
13-დან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ბახტრიონის, შმიდტის, ცაგარელის, საირმის, მიცკევიჩის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს - დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება : არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10- 17 საათამდე ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს - პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, შავგულიძის, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.