"უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქის თქმით, ის რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში მეტყველებს იმაზე, რომ "ამგვარი ადამიანი თავის ფესვებს მოწყვეტილია და ის ძალიან ცოდვაა".
პატიარქმა განაცხადა, რომ უკვირს, რომ ზოგიერთი ადამიანი კოსმოპოლიტია და მისთვის სამშობლო და დედაენა არ არსებობს.