ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიხელ მაჭავარიანისა და ავთო წერეთლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას ორშაბათს, ან სამშაბათს გეგმავს. როგორც გაბუნიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა სარჩელის შესატანად ქაშიბაძის ორიგინალ ხემოწერას ელოდება.
,,ველოდებით ოფიციალური განმცხადებლის მინდია ქაშიბაძის ორიგინალ ხელმოწერას და ალბათ, ორშაბათს, ან სამშაბათ მივიღებთ და სარჩელსაც შევიტანთ", - განაცახდა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დიმიტრი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქ სტოპის" დირექტორისა და მფლობელის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განაცხადებით, მინდია ქაშიბაძე დაიბარეს ავთო (ჭუტა) წერეთლის კაბინეტში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მას მხედველობა დაუზიანდა. როგორც ჟურნალისტებთან გაბუნიამ განაცხადა "მაქ სტოპის" დირექტორს აიძულებდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაერიცხა და ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. გაბუნიას განცხადებით, უარის მიღების შემდეგ მისი ტერორი დაიწყო, რის გამოც ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ადვოკატის ინფორმაციით, ქაშიბაძის ბიზნესის მითვისებით დაინტერესდნენ ბიზნესმენები ავთო(ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს იმ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და მას დაუწყეს არარსებული ვალის - 650 000 დოლარის მოთხოვნა. გაბუნიას განცხადებით, მინდია ქაშიბაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები ირაკლი კირკიტაძე, რომელიც დავით კირკიტაძის ნათესავია და ვინმე ფხალაძე, ასევე კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძე იგივე "მასტერა".გაბუნიას ცნობით, ამ საქმეში ჩართული იყო მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც მინდია ქაშიბაძის მტკიცებით, ავთანდილ წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისგან "ჭუტა" წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ.