მალხაზ გულაშვილი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებას უახლოეს საათებში დღის ბოლომდე დატოვებს,-აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
"დღეს ერთი თქვენი კოლეგა მალხაზ გულაშვილი გათავისუფლდება", -განუცხადა ჟურენალლისტებს სუბარმა.
ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, დააკავეს ასევე ძებნილი დავით გულაშვილი. 2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის, "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა. ამის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.