რესტორანში "გავან ვ ხამოვნიკახ" რუსეთის შს სამინისტროს ცენტრალური ფედერალური ოლქის სახელმწიფო სამმართველოს თანამშრომლებმა ე.წ. ქურდული შეკრება აღკვეთეს და უმსხვილესი კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის იგივე "დედ ჰასანის" კლანის წარმომადგენლები, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა კრიმინალურ სამყაროში სკანდალურად ცნობილი "გელა" იგივე გელა ქარდავა.
"სულ დაკავებულია 5 "კანონიერი ქურდი". ესენი არიან: გელა, თემურ სვერდლოვსკი, სურო, ონიკი და არტემ ლიპეცკი. პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელს ჰაშიში და სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა", _ იუწყება რუსული მედია.
აღნიშნული ე.წ. ქურდული შეკრება, მოსკოვში ბოლო 6 წლის განმავლობაში გამართულ ე.წ. ტიტულოვან მაფიოზთა ყველაზე მსხვილი შეკრება იყო, რომელიც აღკვეთილ იქნა. წინა შემთხვევაში სამართლადამცავებმა სამი ე.წ. კანონის ქურდი დააკავეს. აღსანიშნავიამ რომ როგორც ადრე, ახლაც მოწვეულ სტუმართა შორის იყო გელა ქარდავა.
ყველა დაკავებულთაგან ყველაზე "მძიმეწონიანი" ე.წ. ქურდები გელა და თემურ სვერდლოვსკი არიან. გელა კარიერული წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ასლან უსოიანმა ნება დართო თავის თავზე აეღო "ნათლიმამის" ზოგი ფუნქცია, რის შემდეგაც გელა უკვე მეხუთე წელია მიმდინაე ქურდულ კლანთა შორის კონფლიქტში უსოანის წარმომადგენელი გახდა.
თემურ სვერდლოვსკი "დედ ჰასანის" დისშვილია, მას გელასთან კოორდინატორის ფუქცია აკისრია. იგი ახდენს ყველა მისი მოქმედების კოორდინირებას უსოიანთან მის კავშირს უზრუნველყოფს.