მილანის სასამართლომ იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება თავის ჰოლდინგთან " Mediaset " -თან დაკავშირებული ფინანსურ მაქინაციები
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების ტრანსლირება "Sky TG24"-ის ტელეეთერით ხდებოდა. თავად ბერლუსკონი სასამართლოს დარბაზში არ იმყოფებოდა.
ბერლუსკონის ბრალი ედებოდა ფასების ხელოვნურად მატებაზე ტელემაუწყებლობის უფლების მოპოვების დროს. გამომძიებელთა აზრით, ამ თითქოს და გადახდილი ფულის ნაწილი ქრთამებში წავიდა.
გარდა, ბერლუსკონისა ამ სკანალური საქმის ფიგურანტები მულტიმილიონერის უახლოესი გარემოცვა და მედიაიმპერიის ტოპ-მენეჯერები არიან.