"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ მისი უწყება მზად არის მოთხოვნის განსახილველად, რომელიც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის დაშვებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, "როსპოტრებნადზორი" ქართული მხრიდან მხოლოდ ოფიციალურ მოთხოვნას ელოდება. ამასთან ერთად ასევე აუცილებელი პირობაა უწყების სპეციალისტების საქართველოში ჩასვლა, რომლებიც ადგილობრივი დაწესებულებების ინსპექტირებას განახორციელებენ.
"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიცია ჯერ-ჯერობით ისევ გაურკვეველი რჩება, თუმცა თუ ადგილობრივ ბიზნესს უნდა რუსეთის ბაზარზე მოსვლა და ხელისუფლება მათ ამაში ხელს არ შეუშლის - ამის განხილვა უკვე პოზიტიურ წინაპირობად შეიძლება.