ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში მივიდა და თანამშრომლებს გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ტარიფების საკითხის განხილვა იქნება და ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.
"ძალიან საპასუხიმგებლო თანამდებობა მერგო წილად, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ეს ყველაფერი. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ყველამ ერთად, ერთსულოვნად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საქმე. მიგულეთ თქვენს მეგობრად, თუ იქნება პირადი პრობლემები, შეგიძლიათ მომმართოთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით და ხელს გაგიმართავთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება და ეს იქნება მომავალში კატეგორიული მოთხოვნა, პატიოსნად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს", - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს.