ოქტომბრის თვეში სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ფონდ ,,კურაციოსთან". რამდენადაც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია პროგრამა -,,ერთი მსოფლიო - ერთი ჯანმრთელობა" (One world - One health), აუცილებელია როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა ჯანდაცვის მხარე თანაბრად ინაწილებდნენ იმ ფუნქციებს, რომლებიც განაპირობებს ამ სლოგანის განხორციელებას.
ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკულ კომპანია CH2m hill -თან, რომელიც არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლის (DთღA) - კონტრაქტორი. მათი მონაწილეობით და დახმარებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც ერთობლივად არის დასახული ამერიკული მხარისა და ჩვენი ქვეყნის მიერ.