საუდის არაბეთის გავლენიანი პრინცი ტურკი ელ-ფაიზალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყნის დაზვერვას ხელმძღვანელობდა, თავის ამბიციურ გეგმებზე ალაპარაკდა და მთლიანად სამეფოს მზის ენერგიის მოხმარებაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა.
67 წლის პრინცმა განაცხადა, რომ დაწყებულ საქმეს წარმატებით განახორციელებს და პროექტის რეალიზებას მისი სიცოცხლის ბოლომდე აუცილებლად მოახერხებს. საუდის არაბეთი ყოველდღიურად 12 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რავ მსოფლიო მოპოვების 12 %-ს შეადგენს. პრინცის განცხადებით, დღეისთვის ნავთობის მოპოვება უფრო ძვირია, ვიდრე მზის ენერგიის მოპოვება.