საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ანდროიდის პლატფორმის მქონე მობილური ტელეფონის სტატისტიკური მონაცემების აპლიკაცია შექნმა.
აპლიკაციის საშუალებით, მობილური ტეელფონების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია: საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, ფასები, დასაქმება, დემოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ეროვნული ანგარიშები. გარდა ამისა, აპლიკაცია უზრუნველყოფს საქსტატის სიახლეების გავრცელებასაც.
მობილური ტელეფონის მფლობელებს შეუძლიათ საქსტატის ვებ-გვერდიდან (www.geostat.ge) ტელეფონში გადაწერონ მონაცემთა ბაზები.