ხვალ, 24 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. კოალიციის წევრები მედიას გააცნობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომრის, დავით უსუფაშვილის სახელზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული მიმართვის ტექტს.
მიმართვაში საუბარია თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების მიერ გასახორციელებელ ღონისძიებებზე.
პრესკონფერენცია გაიმართება რეგიონული მედიის ასოციაციაში. მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 78ა. III სად, II სართული.