მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოკვლევა "Doing Business 2013"-ის მიხედვით, მსოფლიოს185 ქვეყანას შორის ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველო კვლავ საუკეთესოა და პირველ ადგილს ინარჩუნებს. აღნიშნული გამოკვლევა 2012 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემების მიხედვით გაკეთდა.
ქონების რეგისტრაციის სფეროს შეფასება სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობის, რე-გისტრირებისათვის საჭირო დროისა და დანახარჯის ფაქტორების გათვა¬ლისწინებით ხდება.
ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად მსოფლიო ბან¬კისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგში საქართველო უკვე მეორე წე¬ლია (2011-2012) ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მაშინ როდესაც 2008-2010 წლებში საქართ¬ველო მეორე იყო, 2007 წელს- მეთერთმეტე,ხოლო 2006 წელს-მეთექვსმეტე.
საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციას 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს სა¬ჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს შექმნა, ახლებური სარე¬გის¬ტ¬რაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველიგ ახდა. საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურებიდა ვადები. სააგენტომ საქართველოში პირველმა დანერგა ადმი¬ნის¬ტრაციულ ორგანოში ელექტრონული მმართველობის პრინციპები და სისტემა. ამ ყველა¬ფერმა ერთად კი, თავისთავად განაპირობა წარ¬მატება და მომხმარებელთა მზარდი კმაყო¬ფი¬ლება.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაცია რამოდენიმე საათშიც კი შე¬საძლებელია; საქართველოში მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ ქონება დარეგისტრირდეს. ამასთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებული დანახარჯების სიმცირით სა¬ქართველო კვლავაც ლიდერია.
"Doing Business" - მსოფლიო ბანკისდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევს 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. მიმდინარე წელს საქართ-ველო პირველად მოექცა "Doing Business"-ის მსოფლიო ქვეყნების ე.წ. ტოპ ათეულში (მეცხრე ადგილი), რაც სხვა ფაქტორებთან ერთად უპირატესად განპირობებულია ქონების რეგისტრა¬ციის რეიტინგში პირველი ადგილით.