დღეს, 22 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე ,,ავერსი კლინიკაში~ გაიმართება კონფერენცია საქართველოში ქართველი ქირურგის მიერ პირველად ჩატარებული უნიკალური ოპერაციის შესახებ.
2009 წლის 21 ოქტომბერს ,,ავერსის კლინიკაში~ (ვაჟა ფშაველას 27ბ) ქართველი ქირურგის კახა ქუნთელიას მიერ წარმატებულად გაკეთდა გულმკერდის აორტის სტენტირების უნიკალური ოპერაცია, რომელიც ჩაუტარდა 26 წლის მსჯავრდებულ მამაკაცს.
სტენტ-პროთეზი დამზადდა ინდივიდუალურად გერმანული კომპანია ,,ლემეტრის~ მიერ და მწარმოებელი ინჟინრები თავად ესწრებოდნენ ოპერაციის მსვლელობას.
დღემდე მსგავსი ოპერაციები ხორციელდებოდა მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების მიერ. მისი ჩატარება საქართველოში ქართველი ქირურგის, ქართული კლინიკის და ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა.
კონფერენციას დაესწრებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსი ვახტანგ სურგულაძე, ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.